თბს ბანკის ბათუმის სათაო ოფისი
ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N37
ბათუმის ძველი რკინიგზის სადგური 1889-1905 წლებში აშენდა არქიტეტქორ ვ. კარცოვის პროექტით. ი. ჭავჭავაძისა და ს. ზუბალაშვილის ქუჩების პერიმეტრზე განთავსებული, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის ორსართულიანი ნაგებობა (ყოფილი რკინიგზის სადგური), განაშენიანებისგან განცალკევებით დგას და ყველა მხრიდან კარგად აღიქმება. ღია მოყვითალო-ვარდისფერი და ტერაკოტისფერი ქვით მოპირკეთებული ფასადები რიზალიტებით არის აქცენტირებული. ფასადებს თაღოვანი და სწორკუთხა ღიობების მონაცვლეობა ანაწევრებს. მძლავად პროფილირებული კარნიზი და მის თავზე აღმართული დეკორატიული ქონგურებით დასრულებული პარაპეტი შელესილია და ქვიშისფრად არის შეღებილი. 1934 წელს მოხდა შენობის რეკონსტრუქცია. მას ს. ზუბალაშვილის ქუჩის მხრიდან ერთსართულიანი, ცენტრში ნახევარწრიული დარბაზის მქონე, მართკუთხა მინაშენი მიადგეს. რეკონსტრუქცია არქიტექტორ ვ. დერბინიანის პროექტით განხორციელდა. დღევანდელი თბს ბანკის ბათუმის სათავო ოფისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით ნაგები მხატვრული სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ქალაქში.