ხულოში და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა აღნიშნული ობიექტების:
- „თამარ მეფის წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები;
- შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი)
- შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ კოლოტაური – განვითარებული შუა საუკუნეები;
- ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი – ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა N5 – XIX საუკუნის 20-იანი წლები;
- „ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დეკანაშვილები – XIX საუკუნე
შესაბამისი დოკუმენტაცია ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.