ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვ. მახუნცეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ხის ჯამეს პირველი სართული სარდაფია, მეორე - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 5,8X7,8 მ. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. რელიეფის დაფერდების გამო, ნაგებობის სიმაღლე არათანაბარია. ერთი მხარე ქვის საყრდენს არის დაბჯენილი, მეორე მხარეს პირველი სართული და შესასვლელი პირდაპირ მიწის დონიდან არის. ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში სადა მიმბარია. კათედრა მოშლილია. ცენტრალური სივრცის ჭერი კესონურია, ქოროსი - ბრტყელი. ქორო შემაგრებულია მოჩუქურთმებულ სვეტებზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ორფრთიანი კარი მორთულია ხეში ნაკვეთი ორნამენტებით. ჩრდილოეთიდან ღია ოთხსვეტიანი აივანია. სვეტები მარტივადაა პროფილირებული.