ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კირნათი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთმალიანი ხიდი ქვით არის აგებული. ის, კირნათის სხვა ხიდებისაგან განსხვავებით, სწორხაზოვნად არის დაგეგმარებული. მალის თაღს ნახევარწრეზე, თანმიმდევრულად განლაგებული ქვები განსაზღვრავს. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად არის მორგებული. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული და მოწყობილია ლითონის თანამედროვე მოაჯირები.