"უშაკოვის აგარაკი" საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა ზღვიდან 750მ-ით დაშორებულ შემაღლებაზე დგას, სამანქანო ტრასიდან აღმოსავლეთით. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, აღმოსავლეთ ფლანგზე აქვს რიზალიტურად ნაშვერი კოშკურა აქცენტი, რომელიც პირამიდული გადახურვით სრულდება. საბურავი კრამიტისაა. ამჟამად სახლის ფასადები თითქმის მთლიანად სუროთი არის შემოსილი.
ნაგებობის ფასადები გალესილია და დატვირთულია კლასისიცისტური არქიტექტურული ელემენტებით. ცოკოლის პერიმეტრს და სართულებს შორის პროფილირებული ლავგარდანები დაუყვება, რომელსაც ქვევით გასდევს კბილანებიანი ფრიზი. მართკუთხა სარკმლები მოჩარჩოებულია ნალესი ფორმებით. სარკმლების რაფების ქვემოთ ნალესი რიკულებია განთავსებული. ფასადები აქცენტირებულია ლითონის ჭვირულ მოაჯირებიანი კიდული აივნებით.
ნაგებობაში რამდენიმე შესასვლელია. ქვის საფეხურებიანი, პარმაღებიანი შესასვლელები მოწყობილია სამი ფასადიდან. კოშკში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე.
ინტერიერიის მართკუთხა გეგმარების ოთახები მარტივადაა გალესილი. შემორჩენილია კარ სარკმელთა ხის ალათები.
ნაგებობა საინტერესო სააგარაკო ტიპის შენობაა თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით.