ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი
დაბა ხულო, შოთა რუსთაველის ქ.N1
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1937 წლისთვის დასრულდა. მართკუთხა ფორმის ნაკლებმასშტაბიანი ნაგებობა დაბა ხულოში ცენტრში, სკვერში განაშენიანებიდან განცალკევებით დგას. თეატრის, ფასადები ყველა მხრიდან კარგად იკითხება. ცოკოლზე აღმართული ერთსართულიანი შენობა მარტივი გეგმის მქონე ნაგებობაა. გეგმით შენობის შუა ნაწილი სიღრმეში არის შეწეული, ხოლო გვერდითა ნაწილები ორფერდა სახურავით არის გადახურული. ნაგებობა პომპეზურობით არ გამოირჩევა შენობის მთავარი ფასადი, სადა არქიტექტურულ სტილშია გადაწყეტილი თუმცა, მისი გვერდით მდებარე ნაწილები ფრონტონითაა დაგვირგვინებული და პილასტრებითაა გაფორმებული. ბოლოპერიოდში თეატრის ფასადები განაახლეს. შეიღება შენობის ფასადი და დაზიანების გამო გადაიხურა შენობის სახურავი თუნუქის ფურცლებით. უცვლელად არის შემორჩენილი შენობის სილუეტი და მთავარი სცენის სტრუქტურა. სახელმწიფო თეატრის დრამატული შენობა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია დაბა ხულოში. ის თავისი მდებარეობითა და მასშტაბით დომინანტურ როლს ასრულებს დაბის ამ ნაწილის ურბანული სივრცის ჩამოყალიბებაში.