ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N42 - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N37
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფასადებით გამოდის ორი ქუჩის კუთხეზე. I სართული კლასიცისტური ფასადით შემომდგარია ცოკოლზე, რომელშიც სარდაფია მოწყობილი. ცოკოლი წაკვეთილი თაროთია გამოყოფილი. ორთავე ფასადი ქუჩებისკენ დასახსრულია მართკუთხა სარკმლების რიგებით. სარკმლები მოჩარჩოებულია. ნალესობით. არე რაფების ქვემოთ და სარკმლების ზედანები გაფორმებულია გეომეტრიული მართკუთხა ფორმებით. ფასადები გალესილია და დაფერილია კონტრასტულად _ ცისფრად კედლების სიბრტყეები და ღია ტონით არქიტექტურული დეტალები. ფასადები სრულდება პროფილირებული ლავგარდანით რომელსაც ქვეშ გასდევს მეანდრებიანი ფრიზი. მაღალი სადარბაზო შესასვლელი Fგორგასლის ქუჩიდანაა., ფასადის ცენტრში აქ მოწყობილია ხის ორფრთიანი მოხარატებული კარი ლითონის ჭვირული წინფრათი. მომცრო შესასვლელია მოწყობილი ბარათაშვილის ქუჩიდანაც. კარი აქაც ორფრთიანია და გადახურულია ლითონის ჭვირული წინფრათი. სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს ნახევრად ღია ეზო, ბარათაშვილის ქუჩისგან გამოყოფილი ლითონის მარტივი ჭიშკრით. მოკლე ფასადი ეზოსკენ ყრუა, უკანა ფასადი კი, თავდაპირველად მოცული იყო ხის გალერეა აივნებით, რომლებიც ამჟამად ნაწილობრივ ამოშენებული და გადაკეთებულია. მარცხენა ფლანგზე აქვს უსახო მინაშენი.