ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კორომხეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სოფელ კორომხეთის შესასვლელთან, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ბუნებრივი კლდის მასივზე ამოკვეთილია ერთგანყოფილებიანი საწნახელი. მისი ზომებია: სიგრძე 2,75 მ, სიგანე 90 სმ. სიმაღლე ჩრდ. ნაწილში 85 სმ. სამხრეთით 35 სმ. აღმოსავლეთ ნაწილში დატანილი აქვს წრიული 10 სმ დიამეტრის ხვრელი, საიდანაც დამუშავებული ყურძნის წვენი გაედინებოდა და გროვდებოდა იქვე 60 სმ დიამეტრისა და 15 სმ სიღრმის ქვაშივე ამოკვეთილ ორმოში. საწნახელს ჩრდილო მონაკვეთში აქვს 15 სმ დიამეტრის ფოსო ხის ძელის მორგებისათვის. დასავლეთ ნაწილში საწნახელს აქვს 20 სმ-ის ბალიშისებური ფორმის შემაღლებული ნაწილი.