ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხინო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხინოწმინდის მონასტერი მდებარეობს მდ. კონტრიშის ზემო წელზე. სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოვაკებულ ტერიტორიაზე. კომპლექსის ძირითადი ნაგებობაა მთავარი ტაძარი, რომლიც ირგვლივაც არის განლაგებული დანარჩენი ნაგებობები - გალავანი, დამხმარე ნაგებებობები. ტაძარი, დანგრეულია შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება. იგი თითქოს ერთ სიმაღლეზე გადაჭრეს. ტაძარი წამოადგენ ბაზილიკური ტიპის ნაგებობას, თუმცა გვერდითი ნავები მთავარი სივრცისგან გამოყობილია კედლით. გვერდითი ნავები თავისთავად სამ მონაკვეთად არის გაყოფილი - აფსიდის კუთხეებში და მის დასავლეთით ორი გრძივი სადგომით. უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი.ტაძარი გარჩემორტყმულია გალავნით რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. გალავნის და ამ შენობების მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება.