ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზვარე
ძეგლის მოკლე დახასიათება
კოშკი მდებარეობს მდ. აჭარისწყალში შეჭრილ კლდოვან კონცხზე, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის პირას. შემორჩენილია სათვალთვალო კოშკის ნანგრევი, კერძოდ, ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ კედლის ნაწილები. ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია. გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. სიგრძივი ღერძი ვითარდება დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სამხრეთ კედელში გადის გვირაბი, რომელიც დაკავშირებულია მდ. აჭარისწყალთან. მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთით მდინარის პირას. კოშკის ისედაც ცუდად შემორჩენილი ფრაგმენტები გადაფარა რამდენიმე წლის წინ აგებულმა შვერილაფსიდიანმა, დარბაზულმა ეკლესიამ. კოშკის ნანგრევები გამოყენებულ იქნა ახალი ეკლესიის სუბსტრუქციად.
კოშკი მდებარეობს მდ. აჭარისწყალში შეჭრილ კლდოვან კონცხზე, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის პირას.