ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხერთვისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი ზღვისპირეთიდან ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალ გზაზე იყო აშენებული. იგი ჭოროხ-აჭარისწყლის ხერთვისიდან 250 მ-ით ზემოთ, მდ. აჭარისწყალზე იყო გამართული. დროთა განმავლობაში აჭარისწყლის ჭოროხთან შეერთების მონაკვეთში კალაპოტის ხშირი ცვლის გამო, იგი დანგრეულა. დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ ხიდის მარჯვენა ბურჯი. ჩანს, რომ ხიდის მშენებლობაში საპირე ქვებად გამოყენებული ყოფილა კარგად დამუშავებული ქვები, ხოლო შიდა სივრცე შევსილია საშუალო ზომის ქვებისა და დუღაბის ნარევით.
ერთადერთი შემორჩენილი ბურჯი მდინარეში დგას.