ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭინკაძეები
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში და ის მიქელაძეების საგვარეულო სახლია. სახლი მშენებლობა ოსმან მიქელაძეს საუკუნის წინ 1907 დაუწყია და 1910 წელს დაუსრულებია .სახლის პირველი სართული კარგად დამუსავებული ოთხკუთხედი ფორმის ქვებითაა კირის ხსნარზე ნაშენი, მეორე სართულის წაბლის მასალითაა აშენებული , ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს გარშემორტყმული. სახლის ორივე სართულზე საუკუნოვანი ბუხარია. მისაღებ ოთახში ბუხართან, კედელში კარადაა, რომელსაც ძველად დოლაბს ეძახდნენ, რომელიც, ასევე, საუკუნეს ითვლის, საძინებელ ოთახში კი დღემდე დევს უძველესი სექვი, რომელსაც საწოლის ფუნქცია ჰქონდა და სკივრი, სადაც ოჯახი რელიქვიებს ინახავს.ოსმან მიქელაძეს განათლება კონსტანტინეპოლში მიუღია. სწავლის დასრულების შემდეგ, როცა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულა, სახლის ასაშენებლად ლაზური პროექტი ჩამოუტანია და ლაზი ხელოსნებიც იქედან სახურავი ოთხფერდაა და გადახურულია კრამიტით. ამჟამად კრამიტი დაზიანებულია და სახურავიდან წვიმის დროს ჩამოდის წყალი. სახლის ზომებია: სიგძე- 11მეტრი, სიგანე-10 მეტრი, სიმაღლე 6 მეტრი. სახლში ამჟამად ოსმან მიქელაძის შვილისშვილები ცხოვრობენ.