ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხერთვისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხერთვისში, გარეუბან ზედობანში. ცენტრალური ტრასიდან 1,5 კმ-ში. საწნახელი გამართულია პირამიდისებური ბორცვის ჩრდილოეთი ფერდობის ძირში. იგი საკმაოდ დაზიანებულია თუმცა გეგმა საკმაოდ კარგად იკითხება. საწნახელი საკმაოდ მოზრდილია და იგი შეიძლება გაერთიანდეს განიერი საწნახელების ჯგუფში. მშენებლობაში გამოყენებულია კლდის კარგად შერჩეული ქვები მტკიცე თეთრ დუღაბზე. მისი სიგრძე-3,50 მ-ია. კედლის სისქე-0,55 მ. ზურგის (სამხრეთი) კედელი მიდგმულია კლდოვან მასივზე და მისი სისქე 0,45 მ-ია. ჩრდ. კედლის სისქე-0,43 მ. საწნახელის შიდა ზომებია: სიგრძე-2,55 მ. სიგანე თავთან (აღმოსავლეთით)-1,45 მ. საწნახელის იატაკი შელესილია კირხსნარით. საწნახელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე გამართული იყო მარანი. მათგან დღემდე შემორჩენილია მეტნაკლებად დაზიანებული მიწაში ჩასმული 6 ქვევრი.
საწნახელი ბორცვის ძირშია გამართული.