აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2011წელს შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუზეუმებში აუდიო– გიდით მომსახურებას ვიზიტორებისათვის.(ეს არის აპარატი, რომელსაც მოსახერხებელი ყურსასმენი და მაღალი ხარისხის ჩანაწერი აქვს,მარტივად აგვარებს პარალელური ექსკურსიებით გამოწვეულ დისკომფორტს)
ინფორმაციის მოსმენა ვიზიტორისთვის ოთხ ენაზეა შესაძლებელი (ქართული,ინგლისური,რუსული,თურქული). აუდიო გიდით სარგებლობას მინიჭებული აქვს ექსკურსიის თავად დაგეგმვის პრივილეგია. ე.წ ,,პერსონალური ექსკურსიამძღოლი’’ შეუძლია შეაყოვნოს, ან სულაც გაამეორებინოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.