ქ.ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N16
ძეგლის მოკლე დახასიათება
შენობა-ნაგებობა მდებარეობს ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირი N16-ში. შენობა აშენებულია XX საუკუნია 50 წლებში და იქ ყველა დროს განთავსებული იყო რესტორანი ,,მახინჯაური.’’ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა დასასვენებელი სახლი ,,მზიური’’ და ,,ნარინჯი’’ და აქ ჩამოსულ დამსვენებლებს ემსახურებოდა რესტორანი. 2002 წელს მოხდა შენობის გასხვისება და ის ამჯამად წარმოადგენს ვახტანგ რჩეულიშვილის კუთვნილებას. შენობას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც გარე ფასადზე, ისე შიდა ინტერიერში. ამჟამად კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონიერებს.
შენობა წარმოადგენს ქვისა და ხის კონსტრუქციების სინთეზს. თავდაპირველად, მისი შეფერილობა ყავისფერ ტონში იყო გადაწყვეტილი. ამჟამად, ის თეთრად არის შეღებილი
ნაგებობა უხვადაა შემკული თაღოვანი ფორმებით. წინა და გვერდითი ფასადები გახსნილია კბილანებით გაფორმებული თაღებით, რომლებიც სვეტებს ეყრდნობა. პირველი სართული ოვალური და სწორკუთხა ფორმის ღიობებითაა დანაწევრებული, რომლებიც გაფორმებულია ვიმპერგების ფორმის იმიტაციით და წააგავს გოთური სტილის ნაგებობებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ისრისებრ პორტალებს. მეორე სართული ოვალური მოყვანილობის ღიობებითაა დანაწევრებული. ღიობების ზედა სიბრტყეები და აივანი ბადისებრი ნაკვეთი მონაკვეთებითაა გაფორმებული. შენობას მთელ პერიმეტრზე მიუყვება აივანი, რომელიც კრონშტეინებს ებჯინება. შენობას ასრულებს დეკორაციული კრონშტეინებით გაფორმებული შვერილი კარნიზი. მეორე სართული ოვალური მოყვანილობის ღიობებითაა დანაწევრებული. შენობას უკანა ფასადზე მიშენებული აქვს ახალი ნაწილი. შენობა სადღესასწაულო იერით ხასიათდება.
ამდენად. აღნიშნული შენობა, საყურადღებოა,როგორც ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი იშვიათი ნიმუში. ნაგებობა საინტერესოა თავისი კომპოზიციურ-გეგმარებითი გადაწყვეტითა და იმპოზანტური იერით.
ამდენად. აღნიშნული შენობა, საყურადღებოა,როგორც ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი იშვიათი ნიმუში. ნაგებობა საინტერესოა თავისი კომპოზიციურ-გეგმარებითი გადაწყვეტითა და იმპოზანტური იერით.