ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ბათუმის მეორე საერთაშორისო პლენერი, რომელიც მიზნად ისახავს ბულვარში თანამედროვე ქანდაკებათა ღია ცის ქვეშ მუზეუმის ჩამოყალიბებას. პლენერში მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი მოქანდაკეები: ჰვანგ სეუნგ ვუუ (კორეა), ფრანჩესკო პანჩერი (იტალია), გიორგ სპაჟაკი (სერბეთი), მიგელ ისლა (ესპანეთი), პეტრ პეტროვი (ბულგარეთი), თემურ მახარაძე (საქართველო ,ბათუმი), გენო ზაქარაია(საქართველო), ვალერი ჯიქია (საქართველო), ნუგზარ მანჯაფარაშვილი (საქართველო) წელს უცხოელმა და ქართველმა მოქანდაკეებმა თეთრი მარმარილოსაგან შექმნეს 9 ნამუშევარი თავისუფალ თემაზე. რომლებიც განთავსდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე