ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩიქუნეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთში, ამირან მალაყმაძის ეზოში. მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. მარანის კუთხის კიდეები ამოყვანილია მოზრდილი გათლილი ქვით, შიდა პირი კი ფლეთილი ქვითაა გაწყობილი. მარნის ორივე შესასვლის კარი სამხრეთ კედელშია მოწყობილი, სწორკუთხაა და დასრულებულია არქიტრავით. კარგად იკითხება მარანის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული. მარანის გადახურვა თავდაპირველად ბანური იქნებოდა.