ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენდიდი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ობიექტი სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ა. ნიჟარაძის კარმოდამოს ტერიოტორიაზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზულია. მისი სიგრძეა: 4,8 მ., კედლების შემორჩენილი სიმაღლე, ქვაფენილიანი იატაკის დონიდან, - 2 მ., აღმოსავლეთ კედლის სიმაღლე, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან, - 2,6მ., კედლის სისქე 1 მ. ეკლესიის შიდა ფართობი 5x2,8 მ-ია. ნაგებობა ბაზალტის დიდი დამუშავებული ლოდებით არის აგებული, კირხსნარზე. ზოგიერთი ქვა საკმაოდ დიდი ზომისაა: მაგ.: სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ქვის ზომებია: სიმაღლე 1,5 მ., სიგანე - 1,75 მ., სისქე - 0,45 მ. წყობაში გამოყენებულია საშუალო და მცირე ზომის კედლის ფლეთილი ქვებიც. პერანგებს შორის სივრცე შევსებულია წვრილი ქვბით. ქვების რიგების ჰორიზონტალურობა დაცლია დიდი ზომის ქვის ფილებით. საკურთხეველი იატაკიდან გამოყოფილი არ არის. ეკლესია ძლიერაა დაზიანებული. საძირკველის დონემდეა მორღვეული ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. მონგრეულია შესასვლელის ორივე მხარე. ეკლესია მოკლებულია ყოველგვარ შემკულობას.