ქ.ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა წარმოადგენს საბჭოურ არქიტექტორულ სტილს ე.წ. ,,სტალინურ ამპირს“ და წარმოადგენს ამ პერიოდის კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების არქიტექტორული ფორმის სახასიათო ნიმუშია.
შენობა ქვითაა ნაგები და შელესილია. გადაწყვეტილია კლასიცისტურ- რენესანსულ სტილში. წინა ფასადი მაღალი თაღებითაა გახსნილი. თაღები ემყარება ოვალურ სვეტებს, რომლებიც კორინთული კაპიტელებით გვირგვინდება. თაღების კონტური კაპიტელებამდე გაფორმებულია ნაძერწი მცენარეული (ფოთლოვანი) დეკორაციული ჩანართებით. (შორიდან, ვიზუალურად, კბილანების შთაბეჭდილებას ტოვებს). შიგნითა ფასადის ზედაპირი სწორკუთხა ფორმის ღიობებითაა დანაწევრებული. ფასადის ცენტრში, პალმეტებით გაფორმებულ ჩარჩოში მოქცეულია მთავარი შესასვლელი, (ღიობი დახურულია ჩუქურთმიანი ხის კირით). ფასადი დანაწევრებულია კედლის სიბრტყიდან ამოზიდული თაღოვანი ფორმებით, რომლებშიც ჩართულია მცენარეული სახის დეკორაციული მოტივები (ვარდულები და პალმეტები). ოთხკუთხედებში მოქცეული ვარდულებით არის გაფორმებული თაღოვანი ფასადის პლაფონიც.
შენობის გვერდებიც გაფორმებულია იდენტური თაღოვანი ფორმებით ნალესობითა და დეკორით. შენობის ანტაბლემენტი ორნამენტულად არის დამუშავებული. შენობას ასრულებს კარნიზი, რომელიც კრონშტეინების რიგს ებჯინება.
აღსანიშნავია შენობის გვერდით არსებული ეზო, რომელიც შემოზღუდულია დეკორატიულ ბურჯებს შორის ჩართული ლითონის აჟურული ღობით.
ამდენად, აღნიშნული შენობა წაროადგენს საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს. ნაგებობა გამოირჩევა მონუმენტურობით, პროპორციულობით, ფასადების გაფორმებითა და შესრულების მაღალი დონით.