ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N7 / ზვიად გამსახურდიას ქუჩა N7
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი სახლი ორი ქუჩის კვეთაზე დგას. მისი შეულესავი აგურის ერთი ფასადი თაღოვანი, ხოლო მეორე სწორკუთხა ღიობების რიგით არის დანაწევრებული. მათ აგურით გამოყვანილი საჭექი ქვები და სანდრიკები აფორმებს. შუაკედლისებზე პილასტრებია აყოლებული. დამატებით დეკორატიულ აქცენტს ქმნის კბილანებიანი სართულშუა სარტყელი და ფასადების დამასრულებელი საფეხუროვანი კარნიზი. გამორჩეული არქიტექტურული ღირებულება აქვს შესასველის ხის მოჩუქურთმებულ ოთხფრთიან კარს. სივრცობრივი გადაწყვეტით საინტერესოა სადარბაზო და კიბის უჯრედი, რომლიდანაც მარმარილოს საფეხურების ორი მარში მეორე სართულზე ადის. ეს მარშები სართულების გარდა მარმარილოს ფილებით მოგებულ ბინებში შესასვლელ ბაქნებსაც უკავშირდება. ძირითადი კიბისგან განსხვავებით ხისაა მანსარდაში ასასვლელი კიბე. მას რიკულებიანი მოაჯირი აქვს. ეზოს ფასადები ძლიერ შელახულ შუშაბანდს წარმოადგენს.სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია. ის კარგად ეწერება ვაჟა-ფშაველას ქუჩის ისტორიულ განაშენიანებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მისი არქიტექტურული სახის შექმნაში.