ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კირნათი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთმალიანი ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოწერს. ის დიდი ზომის ქვებით არის აგებული. მალის თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვები შემოსაზღვრავს. ხიდის ზედაპირზე დაგებულია ასფალტი. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად ერწყმის. ხიდზე მოწყობილია თანამედროვე ლითონის მოაჯირი.