შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოქროპილაური
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს შუახევის რაიონული ცენტრიდან 1,5 კმ-ში, მდინარეების მარეთისწყლისა და უჩამბის წყლის ხერთვისში. იგი აკონტროლებდა ისტორიული შავშეთისა და იმერხევისაკენ მიმავალ გზებს. ძეგლი დაშენებულია შემაღლებული კლდის ბორცვზე. იგი საშუალო ზომის ნაგებობაა. დაზიანებული სახით შემონახულია გალავნის კედლების, კოშკების თუ შიგა სათავსოების დიდი ნაწილი. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 10-12 მ-ია. ზოგან-6-8 მ. კედლების სისქე-80-90 სმ-ია. ციხის მთლიანი ფართობი დაახლოებით 100 მ2-ია.