ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქოქოლეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოქოლეთში. ხიდი გამართულია მაჭახლის წყლის მარჯვენა შენაკად, მდინარე წყავნარის წყლის ბოლო მონაკვეთში, შესართავიდან 150 მ-ში. იგი შედარებით პატარა ზომის ნაგებობაა. მისი სავალი ნაწილის სიგრძე-13 მ-ია, ხიდის სიფართე, შუა ნაწილში, 1,80 მ-ია, თაღის სისქე-45 სმ. ხიდის გვერდითი ბურჯები კლდოვან ქანზეა დაშენებული. ხიდს გაშლილი ნახევარწრიული თაღი აქვს. ხიდის ორივე მხარის საპირე რკალი კარგად დამუშავებული ქვების ერთი რიგითაა გამართული. ისინი ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელს სიგრძეზე გასდევს. სავალი ნაწილი ფილებითაა დაფარული.