ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N38
ძეგლის მოკლე დახასიათება
პატარა ერთსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ნახევარსარდაფზე დგას. სახლი ვარდისფრადაა შეღებილი, ხოლო ორნამენტული დეტალები-თეთრად. მხატვრული სახისთვის სხვადასხვა ფაქტურაა გამოყენებული, სახლის ზედა ნაწილის კედლები გლუვია, ხოლო ნახევარსარდაფის კედელს ხაოიანი ზედაპირი აქვს. სახლის ფასადისთვის სიმეტირული გადაწყვეტაა დამახასიათებელი. ცენტრში კარის ღიობია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი მართკუთხა სარკმელია, რომლებიც რუსტირებული პილასტრებითაა ფლანკირებული. პილასტრთა ზედა მონაკვეთში-გირლიანდებია. სახლს პროფილირებული მცირედად შვერილი კარნიზი აქვს, რომლის ქვედა ნაწილსაც მცენარეული მოტივის მქონე ფრიზი გაუყვება. შენობა თავისი საფასადო შემკულობით საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.