ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხმორისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სოფელ ცხომირსთან ახლოს, მდ. აჭარისწყლის ნაპირზე შემორჩენილია უძველესი ქვის თაღიანი ხიდის ნაშთები. ცხმორისის სახელით ცნობილი ხიდიდან გადარჩენილია კლდეზე დაშენებული ბურჯი, ხოლო მეორე მხარეს - პარალელური ბურჯის მიწით დაფარული ნანგრევები და ნაშალი ქვა. ხიდი სხვადასხვა ზომის ქვით იყო ნაშენი, რაც ნაგებობიდან შემორჩენილ ნაწილში კარგად ჩანს. შეინიშნება ბურჯიდან გარდამავალი მალის დასაწყისი და მის საფუძველზე თახჩებად ამოჭრილი ქარგილების ფოსოები.