ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის სიახლოვეს მდებარეობს მახოს ხის ხიდით ცნობილი ხიდი, რომელიც მდ. მახოსწყალზეა გადებული. შემორჩენილია მხოლოდ ხიდის საყრდენი ორი ბურჯი და ბურჯებისაკენ მიმავალი მსხვილი ფლეთილი ქვით ოდესღაც მოკირწყლული გზა. ხიდის ხის ავთენტური კონსტრუქცია რკინის თანამედროვე კონსტრუქციით არის ჩანაცვლებული. ხიდისა და გარემომცველი მიდამოს ავთენტურ ურთიეთკავშირს უხეშად არღვევს ხიდის ქვეშ გაყვანილი დიდი ლითონის მილები, რაც მატერიალური კულტურის ამ კონკრეტულ ნიმუშს თანამედროვეობის უსიამოვნო დაღს ასვამს. სუროშემოვლებული რკინის ხიდი ქვითა და კირხსნარის დუღაბზე ნაგებ, მასიურ წყვილ ბურჯს ეყრდნობა. ბურჯებიდან ერთ-ერთი მონოლითურ ქვის ლოდზეა ამოყვანილი. წყლის მხარეს ბურჯები თლილი ქვის კვადრებით არის მოპირკეთებული, რომელსაც ხმელეთთან შეზრდის კვალად, ზომაში თანდათან შემცირებული ფლეთილი ქვები მოსდევს. მახოს ყოფილი ხის ხიდი აჭარის ქვის თაღოვანი ხიდების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია, რომელიც, ამავდროულად, რეგიონის აქტიური და საყურადღებო ხიდმშენებლობის ისტორიის განუყოფელი ნაწილიცაა.
მახოს ყოფილი ხის ხიდი მდ. მახოსწყლის შედარებით ვიწრო კალაპოტზეა გადებული, ღია ქვებით მოფენილ ხეობაში