• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ხიხანის  ციხის რეაბილიტაცია

     

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით მეშვიდე წელია მიმდინარეობს  უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ხიხანის ციხის  რეაბილიტაცია.  

     ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის,  სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან   2335  მეტრ  სიმაღლეზე.

    ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული  რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. მის კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები, როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და დღემდე შემორჩენილი ჭა.

    აღსანიშნავია, რომ ციხეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნდა. როცა მტერი თბილისისა და გორის სიმაგრეების  სძლევდა, ქართველი დიდებულები   ხიხანს   აფარებდნენ თავს.

    მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე  აჭარის  ერისთავთ–ერისთავ  აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიხანის ციხის #4 კოშკს

     

     

    განხორციელდა სამი ავარიული სახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე წელს ქ.ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ N39- ში, კ, გამსახურდიას ქ N36- ში და ნ.ჟორდანიას ქ.N24- ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ აივნებს, სახურავსა და კიბეს.