ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N36 / ხულოს ქუჩა N8
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი კლასიცისტურ-ბაროკული მორთულობის მქონე ორსართულიანი სახლი 19-ე საუკუნის მიწურულშია აგებული. სამშენებლო მასალად ბლოკია გამოყენებული, რომელიც შელესილია და შეღებილი. შენობის პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული. მეორე კი საცხოვრებელ ფართს უჭირავს. პირველი სართულის ნაწილი დიდი სწორკუთხა ვიტრინებითაა დანაწევრებული (წიბოს ფასადში კარია გაჭრილი). ზ. გამსახურდიას მხარეს, სიმეტრიის ღერძზე სადარბაზოს ლითონის წინფარიანი კარია. ხულოს Qქუჩის ცენტრში შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი. სახლი ეზოს ოთხი მხრიდან ფარგლავს. მას დიდწილად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე და მისი მდგომარეობა სავალალოა. შენობის მეორე სართული თაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული. არათანაბარი რიტმით, ღიობების შუაკედლისებს კანელურებიანი და დორიული კაპიტელების მქონე პილასტრები აუყვება. აღნიშნული სართული ორ სარტყელს შორი მოქცეული ფრიზითა და მისი დამაგვირგვინებელი პარაპეტით სრულდება. ფასადზე არსებული აივნები ლითონისაა და ჭვირული მოაჯირები ამშვენებს. სახლი კონკრეტული უბნისა და ქუჩის განაშენიანებაში საყურადღებო როლს თამაშობს