ქ. ბათუმი, 9 მარტის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის სახლი მდებარეობს ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში და წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. ფასადი გადაწყვეტილია ბაროკალურ სტილში. პირველი სართულის მარჯვენა მხარეს სწორკუთხა მოხაზულობის ტალანია, რომელსაც შიდა ეზოში შევყავართ. მის მარცხნივ სადარბაზოს კარია. პირველი სართული, რომელსაც ლითონის ჩარდახი აქვს შერჩენილი. პირველი სართულის კედლის ზედაპირი ჰორიზონტალურად არის დაღარული. გაფორმების მხრივ საყურადღებოა შენობის მეორე სართული. ამ სართულზე გამოდის რვა თაღოვანი ღიობი (მარცხენა ორი ღიობი ამჟამად აივანშია მოქცეული და არ ჩანს), რომლებსაც გვერდით აუყვება გრეხილი ნახევარსვეტები, რომლებიც სრულდება კორინთული კაპიტელებით და ღიობის თავზე გადაევლება პროფილირებული თაღით. თაღის შუაში მასკარონებია მოთავსებული. ფასადს ასრულებს - თარო კარნიზი, რომელიც შეწყვილებულ კონსოლებს ეყრდნობა. კარნიზის ზემოთ პარაპეტია, რომელიც გაფორმებულია მართკუთხა მონაკვეთებით. მეორე სართულზე, სამი სითონის აივანი გადმოდის.