• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ.N36-ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ️რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. შეკეთდა და მოწესრიგდა ლითონის ჭვირული აივნები და ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა. მოხდა ინტერიერში შემორჩენილი მხატვრული ელემენტების კედლებისა და ჭერის ნალესი პროფილების გამაგრება. შეიცვალა შენობის სახურავი.

    XX საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობა თავისი სისადავითა და მშენებლობის ტექნიკით ბათუმის საცხოვრებელი სახლის საფასადო გაფორმების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

     

      

     

    სოფ ციხისძირში ე.წ ,,უშაკოვის აგარაკის‘’ რეაბილიტაცია დასრულდა

    პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და ტერასებს.
    შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და ის საინტერესო სააგარაკო ტიპის ნაგებობაა თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით
    რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელდა! (ბიუჯეტი -146 000 ლარი)
     
       
     
    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ლუკა ასათიანის #11-ში აღდგა ძეგლის მთლიანი ფასადი, გარესტავრირდა სადარბაზო, რომელიც გამორჩეულია ბათუმური ტიპის ორნამენტებიანი მოაჯირით.