ხულოს მუნიციპალიტეტი; ხიხაძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ფლეთილი ქვით ნაგები ციხე აშენებულია კლდოვან მასივზე, სიგრძივი ღერძი ვითარდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. კლდოვანი მასივის გაგრძელებაზე მთის წვერზე განლაგებულია ციხის ყელის ნანგრევი, ასეთივე ფლეთილი ქვით ნაგები.
ქვედა ციხეში შესასვლელი დატანილია სამხრეთიდან. ციხის შეკეთებისას გამოუყენებიათ ეკლესიის თლილი ქვა. აღმოსავლეთ ბურჯზე ჩაყოლებულია ორი ჩუქურთმიანი ქვა. აღმოსავლეთი ბურჯი შემორჩენილია 7-8 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილოეთისა უფრო უკეთაა შემონახული, სიმაღლე 10-12 მეტრს აღწევს.
ციხის ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილი ჩამოქცეულია. ნაწილობრივ განგრეულია ციხეში შესასვლელი კარის ღიობი.
ციხესთან მისასვლელი გზა სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა.