"კოშკურიანი სააგარაკე სახლი"
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი შენობა ზღვიდან 230მ-ით დაშორებულ შემაღლებაზე დგას, სამანქანო ტრასიდან აღმოსავლეთით. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, ჩრდილოეთ ფლანგზე რიზალიტურად ნაშვერი და პირამიდულად გადახურული კოშკურა აქცენტით,
ნაგებობა მსუბუქად რუსტირებულ ცოკოლზეა შემომდგარი. რთული რელიეფის გამო სახლი წინა მხრიდან ერთსართულიანია, რომლის ცოკოლში ნახევარსარდაფული სივრცეა მოწყობილი, უკანა მხრიდან კი, ორი სრული სართულის სიმაღლით გამოდის. კოშკი და ძირითადი მოცულობა დაბურულია მოვარდისფრო კერამიკული ფილებით.
ფასადები გალესილია. მართკუთხა სარკმლები და კარები შეკრულია საჭექი ქვებით. კლასიცისტური გეომეტრიული ნალესი ორნამენტებით არის შემკული ნაგებობის ძირითადი მოცულობისა და კოშკის საფასადე სიბრტყეები. აქვს რამდენიმე პარმაღული შესასვლელი ქვის და ლითონის საფეხურებიანი კიბით.
ინტერიერიის მართკუთხა გეგმარების ოთახები მარტივადაა გალესილი. შემორჩენილია კარ-სარკმელთა ხის ალათები.
სახლის ეზოდან შესანიშნავი ხედი იხსნება ზღვისკენ. ნაგებობა კარგად გათვლილი სტრუქტუტითა და პროპორციებით საინტერესო სააგარაკო შენობას წარმოადგენს.