ქ.ბათუმი, თამარ მეფის გამზირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ შესასვლელთან, შემაღლებულ ადგილზე განთავსებულ ციხეს, რომელიც ,,თამარის ციხის” სახელით არის ცნობილი, მკვლევართა ნაწილი ბიზანტიის იმპერატორ ისუტინიანე I-ის მიერ ლაზიკაში აშენებულ ლოსორიონის ციხესთან აიგივებს. სავარაუდოდ VI საუკუნეში აგებული მცირე ზომის კასტელუმი (20 მ X 20 მ) უხეშად გათლილი ქვით არის ნაშენი. ბიზანტიური ფორთიფიკაციების ყაიდაზე ციხის კედელი სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში ქმნის სწორკუთხა შვერილებს, რომლებიც უკნიდან მთლიანად ღიაა. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ორსართულიანი კოშკია განთავსებული. ციხე არაერთხელ დაზიანდა როგორც შუა საუკუნეებში, ისე შემდგომ პერიოდებში. დღეს ის ნანგრევების სახით დგას.