ბათუმის ისტორიის მუზეუმი
ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოების შენობაში, რომელიც უნიკალურია თავისი გუმბათოვანი არქიტექტურით, ,,ბათუმის ისტორიის მუზეუმი’’ განთავსდება. შენობას შენარჩუნებული ექნება გარე ფასადი. ,,ბათუმის მუზეუმში’’ წარმოდგენილი იქნება ზღვისპირა ქალაქის ისტორიის ამსახველი ექსპონატები.
ამ უძველესი ნაგებობის რესტავრაცია და ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება ძველი ბათუმის იმ იერსახესთან და არქიტექტურასთან , სადაც ეს შენობა მდებარეობს და შექმნის კიდევ ერთ საინტერესო კულტურულ-ისტორიულ ანსამბლს.