ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N44 / ვახტანგ გორგასალის ქუჩა N62
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი 1904 წელს ააშენა კომერსანტმა ალიხანოვმა. ერთსართულიანი შენობა მთავარი ფასადით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადის, ხოლო ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხრიდან ეკვრის ეზო, რომელიც ბლოკის უსახური გალავნით არის მოსაზღვრული. შელესილი და შეღებილი ფასადის არქიტექტურული გადაწყვეტა ეკლექტურია. მოტივები რენესანსისა და ბაროკოს რეპერტუარიდან არის აღებული: სწორკუთხა ღიობების პროფილირებული საპირეები აღნიშნულია Pუტტო-თი გაფორმებული საჭექი ქვებით. ფიგურების თავზე სანდრიკებია მოწყობილი. მცენარეული ორნამენტი ამკობს კარნიზსა და ფასადის კიდეებში აყოლებული, კომპოზიტური კაპიტელებით დასრულებული პილასტრების ტანს. მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა სახლის სადარბაზო, სადაც ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი შედის. სადარბაზოს კედლებზე და ჭერზე წელიწადის დროების ალეგორიული კომპოზიციები და პეიზაჟებია დახატული.1953 წელს სახლს ქუჩების კვეთაზე ოთახები მიაშენეს. აღნიშნული დანამატები არ არღვევს სახლის ერთიან არქიტეტქურულ სახეს და მის ორგანულ ნაწილად აღიქმება.კამერული შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია. ის განსაკუთრებით საინტერესოა ინტერიერი გაფორმების თვალსაზრისით.