ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N31
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა მდებარეობს მჭიდრო ურბანულ განაშენიანებაში. წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, რომლის ძირითადი ნაწილი აგურით არის აგებული, ხოლო ცოკოლის მონაკვეთში გამოყენებულია ნახევრად დამუშავებული ქვები. აგურის ფასადი შეულესავია. მარცხენა მონაკვეთში პიველ სართულზე განთავსებულია მაღალი, სწორკუთზა მოყვანილობის ტალანი, რომლითაც შიდა ეზოში შევდივართ. ფასადს ანაწევრებს კარ-ფანჯრების ღიობები, რომლებსაც დაბრტყელებული თაღის ფორმა აქვს. პირველი სართულის ღიობები სრულიად მოურთავია, ხოლო მეორე სართულის ფანჯრებს ზემოდან ერთვის ფრონტონის სახის თავსართები და აგურში გამოყვანილი საჭექი ქვის იმიტაცია. ფასადს ასრულებს მაღალი კარნიზი, რომელსაც ქვემოთ მსხვილი კბილანების მწკრივი მიყვება. მეორე სართულის შუაში ერთი ლითონის აივანია გადმოკიდებული.