ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. გვარა
ძეგლის მოკლე დახასიათება
გვარას ციხე მდებარეობს მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას წყლის შესართავთან 300 მეტრის მოშორებით და დაშენებულია ხეობის წინ წამოზიდულ კლდოვან ბორცვზე. ციხის კედლების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მონაკვეთებისა. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრია. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩენილი მასალების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ციხე ამ ადგილას დაახლოებით VI-VII საუკუნეში არსებობდა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ციხე მოგვიანებითაც გამოუყენებიათ, XI-XIII საუკუნეებში მისი აღდგენა-განახლება უნდა მომხდარიყო. გვარას ციხე ყველა ეპოქაში თავისი ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო აქტიურ როლს თამაშობდა ჭოროხისა და მაჭახელას ხეობებზე ზღვისპირეთისაკენ თუ ზღვისპირეთიდან კლარჯეთისა და არტანუჯისაკენ მიმავალი გზების გაკონტროლებაში.