ქ. ბათუმი, რევაზ კომახიძის ქუჩა N6
საცხოვრებელი სახლი ქუჩის ისტორიული განაშენიანების განუყოფელი ნაწილია. კლასიცისტური სტილის ელემენტებით მორთული შენობა XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. იგი წარმოადგენს მცირე მასშტაბის ერთსართულიან ნაგებობას. მასში სარდაფის პატარა საჰაერო ღიობებია ამოჭრილი. შესასვლელი სადარბაზო, მარჯვენა კუთხეშია, რომელიც გადახურულია ლითონის აჟურულ კრონშტეინებს დაბჯენილი ქანობა სახურვაით. ფასადის ზედაპირი დაღარულია, მას თანაბრად ანაწევრებს სწორკუთხა ფორმის ფანჯრები, რომელთა გაფორმებაც სადა, მარტივ, პროფილირებულ მოჩარჩოებას წარმოადგენს. ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებულია მართკუთხა არე პროფილირებული მოჩარჩოებით. ფასადი კი, სრულდება პროფილირებული კარნიზით. შენობა ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლის ტიპური ნიმუშია.