ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N7 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N1
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნინოშვილის ქ. 7 / კ. გამსახურდიას ქ. 1საცხოვრებელი სახლი დიდი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია 1950-იან წლებში. ეს არის კუთხის შენობა, რომელიც გრძელი ფასადით გამსახურდიას ქუჩაზე გადის, მოკლეთი _ ნინოშვილის ქუჩაზე. კუთხეზე სახლი ღრმად ნახევარწრიულად არის შეჭრილი. ამ მონაკვეთზე შენობას ადგას მაღალი მეზონინი, რომლის ფასადიც შენობის ძირითადი ნაწილის ფასადის რკალურად შეზნექილ მოხაზულობას მიჰყვება. მეორე სართულს ამ კუთხის ფასადზე აქვს ბეტონის ერთიანი აივანი დეკორატიული ლარნაკებით კუთხეებში. მესამე სართულზე ბეტონის ერთი (შუაში) და ლითონის ორი აივანია. სხვა ფასადებზე ლითონის აივნები რიტმულად მონაცვლეობს ბეტონის აივნებთან. მეზონინის მთავარ ფასადზე სამი დიდი შემინული ღიობია, რომლებიც ერთმანეთისაგან კორინთულკაპიტელებიანი სვეტებით არის გამოყოფილი. კორინთული კაპიტელები ადგას მაღალ პილასტრებსაც, რომლებიც კუთხის ფასადის შუა აივნებს ფლანკირებს მეორე და მესამე სართულებზე. ეს მოტივი გამეორებულია გვერდითი ფასადების ბეტონის აივნებზეც.შენობას ყველა ფასადზე აქვს ნაძერწი მცენარეული ჩუქურთმით გაფორმებული ფრიზი და სადა კარნიზი. ნაძერწი დეკორატიული ელემენტები გვხვდება ბეტონის აივნების მოაჯირებსა და კონსოლებზე, ფანჯრებისა და კარების ჩარჩოებზე და სხვა ადგილებში.შენობა საბჭოური საცხოვრებელი არქიტექტურის კარგი ნიმუშია.