ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვ. კვაშტა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში მდებარე ერთ-ერთ ჯამე, რომელიც საბჭოთა პერიოდში თამბაქოს საშრობად გამოიყენებოდა, ამჟამად დანგრეულია. ჯამეს შესახებ არსებობს 1981 წლის სააღრიცხვო ბარათი, რომლის მიხედვით, ჯამე მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ქვის საძირკველზე დაშენებული ხის ორსართულიანი ჯამეს სახით წარმოდგენილი იყო რეგიონისთვის ტრადიციული გეგმარება (კვადრატს მიახლოებული, ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადი), სამშენებლო მასალები (მეტწილად ხე, ნაკლებად ქვა) და მრავალფეროვანი ორნამენტული სქემების მხატვრული ჩუქურთმა.დღესდღეობით ჯამესგან დარჩენილია მხოლოდ ქვის კიბის ორი საფეხური, ხის ფიცრები და ქვის გროვა, რომლის მიხედვითაც მიახლოებით შეიძლება განისაზღვროს ნაგებობის პერიმეტრი.