ქ.ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N30
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ბათუმში. მისი საფასადო დეკორი, რომელიც თეთრი ფერით არის გამოყოფილი კედლის ძირითად ყვითელ ფონზე, მკაფიო ინდივიდუალურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორკუთხა სარკმლის საპირეებში ჩახვეული ვარდები, ფანჯრების ქვეშ გამოყვანილი შროშანები და რიზალიტის მამკობი სხვა პლასტიკურად ნაძერწი ელემენტები ორგანულად ერწყმის ლითონის აივნების დენადი ნახატის აჟურსა და სადარბაზოების ხის კარების გულების მორთულობასა თუ ფრამუგების ალათებს. სადარბაზოს ინტერიერში ყურადღებას იმსახურებს კედელზე დარჩენილი მრუდხაზოვანი პანო, რომელიც შესაძლოა მოხატული ყოფილიყო, და კიბის ლითონის მოაჯირი.შიდა ეზოში გამავალ შუშაბანდებს გვიანდელი მინაშენების შედეგად თავდაპირველი არქიტეტქურული სახე ძლიერ აქვს შელახული. რამდენიმე წლის წინ არის დაშენებული მანსარდაც, რომელიც თავისი მოცულობით, ფაქტურითა და დანაწევრების ხასიათით მეტნაკლებად ეხამება ისტორიულ ნაგებობას.სახლი გამოირჩევა პლასტიკური ძერწვის, ხეზე კვეთის თუ ლითონის დამუშავების კარგი ოსტატობითა და მამკობი ელემენტების ორიგინალურობით.