ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N36
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული მჭიდრო განაშენიანებაში ჩართული შენობა კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი და წარმოადგენს ორსართულიან შენობას, მაღალი ცოკოლის ნაწილით, რომელშიც სარდაფია განთავსებული. ერთადერთი განიერი ფასადი ქუჩის პირზე, სიმეტრიულად არის გაფორმებული. მთავარ აქცენტებად გვევლინება ორი როზალიტი გვერდით მონაკვეთებში, რომელიც გაფორმებულია, მძლავრ მართკუთხა კვარლცხბეკზე შემდგარი ნახევარსვეტებით, აერთიანებს ფასადის ორივე სართულს და დასრულებულია იონიური კაპიტელებით. ნახევარსვეტებზე გადებულია მძლავრი არქიტრავი. როზალიტების ნახევარსვეტებს შორის სადარბაზოს კარებია, რომლებსაც მაღალი, თაღოვანი ღიობი აქვთ. მათ ზემოთ კი, მეორე სართულის დონეზე, ერთი სწორკუთხა ფანჯარა გამოდის. ფასადის დანარჩენი ნაწილები ნაწევრდება სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობებით, რომლებსაც სადა მოჩარჩოება აფორმებს. მეორე სართულზე სიმეტრიულად გადმოკიდებულია ოთხი - ლითონისმოაჯირიანი აივანი. ფასადს ასრულებს ძლიერ შვერილი პროფილირებული კარნიზი, რომელიც ქვემოთ კბილანების მწკრივს დაირთავს. შენობა ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია.