ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N36
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობამჭიდრო განაშენიანებაშიაჩართული. წარმოადგენს ორსართულიან შენობას, მაღალი ცოკოლის ნაწილით, რომელშიც სარდაფია განთავსებულია. ერთადერთი ფასადი, ქუჩის პირზე გადაწყვეტილია კლასიცისტურ სტილში. განიერი ფასადი სიმეტრიულად არის გაფორმებული. მთავარ აქცენტებად გვევლინება ორი როზალიტი, გვერდით მონაჯვეთებში. როზალიტი გაფორმებულია, მძლავრ მართკუთხა კვარლცხბეკზე შემდგარი ნახევარსვეტებით, რომელიც ფასადის ორივე სართულს არეთიანებს და დასრულებულია იონიური კაპიტელებით. ნახევარსვეტებზე გადებულია მძლავრი არქიტრავი. როზალიტების ნახევარსვეტებს შორის სადარბაზოს კარია, რომლებსაც მაღალი, თაღოვანი ღიობი აქვთ. მათ ზემოთ კი მეორე სართულის დონეზე ერთი სწორკუთხა ფანჯარა გამოდის.ფასადის დანარჩენი ნაწილები ნაწევრდება სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობებით, რომლებსაც სადა მოჩარჩოება აფორმებს. მეორე სართულზე, სიმეტრიულად გადმოკიდებულია ოთხი ლითონისმოაჯირიანი აივანი. ფასადს ასრულებს ძლიერ შვერილი პროფილირებული კარნიზი, რომელიც ქვემოთ კბილანების მწკრივს დაირთავს