აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ იქნა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საინფორმაციო დაფებისა და საგზაო ნიშნულების დადგმას რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან. ეს სააგენტოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან დღემდე არცერთ ისტორიულ ძეგლთან არ არსებობდა ძეგლის ისტორიული მონაცემების აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფები და საგზაო ნიშნულები. პროექტის განხორციელებით სააგენტომ ხელი შეუწყო აჭარაში ადგილობრივი კულტურული ტურიზმის განვითარებას. ასევე აჭარაში მოხვედრილი ტურისტებისა და ვიზიტორების ინფორმირებას, რათა უმოკლეს დროში შეძლებოდათ მათთვის სასურველ ძეგლებთან მოხვედრა. საგზაო ნიშნულებსა და საინფორმაციო დაფებზე ინფორმაცია არსებული ძეგლების შესახებ განთავსებულია როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე. პროექტი განხორციელდა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისთანავე უსასყიდლოდ,არსებობის ვადით სარგებლობაში გადაეცა მათ.კერძოდ: ხულოში განთავსდა 26 საგზაო ნიშნული და 12 საინფორმაციო დაფა ხელვაჩაურში– 38 საგზაო ნიშნული და 12 საინფორმაციო დაფა ქობულეთში – 49 საგზაო ნიშნული და 9 საინფორმაციო დაფა შუახევში – 28 საგზაო ნიშნული და 9 საინფორმაციო დაფა ქედაში– 21 საგზაო ნიშნული და 8 საინფორმაციო დაფა