ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭახათი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ელიას ციხე მნიშვნელოვანი და საინტერესო წარსულის მქონე ძეგლია. იგი აგებულია ჭახათის მთის მასიური კლდით დაბოლოებულ ქიმზე. ციხემ ეს სახელწოდება მიიღო იმ მთის მიხედვით, რომელზეც ისაა აგებული. ციხე ოვალური გარშემოწერილობისაა. ციხის ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. თავად ციხე აგებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი ქვიშისაგან. კედლის სისქე 1 მეტრია. ციხე ნაკლებადაა გამოკვლეული, იგი მიჩნეულია ფეოდალური ხანის ნაგებობად,რომელსაც სადაზვერვო
–სათვალთვალო პუნქტად იყენებდნენ. გადმოცემით, ოსმალთა ბატონომის ხანაში, იგი ტყვეთა გაყიდვის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. ციხეს ორი მხრიდან აქვს მისადგომი, ნაცხავატევიდან და გოგმაჩაურიდან. თავად ციხე მდებარეობს 50 მ. სიმაღლის კლდეზე. ოვალური გალავნის ფრაგმენტები ზოგან 3-4 მეტრს აღწევს, ზოგან კლდე ქმნის კედელს. ნაგებია იმავე კლდეზე ჩამონატეხი ქვით. ჩრდილოეთის მხრდიან ჰქონდა კოშკი, რომელიც აღარ არსებობს.