ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოლოტაური
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ხის ჯამე გამოყენებული იყო კინოს შენობად. ჯამეს კონსტრუქციიდან შემორჩენილია ქოროს ჩრდილოეთი ნაწილი, სამი ნახევარწრიული აივნით. აივნები მოჩუქურთმებულია ხის აპლიკაციებით. აპლიკაციები წარმოადგენენ გეომეტრიულ წნულებსა და მცენარეულ ორნამენტებს. ქოროზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან.