ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N41 / ფარნავაზ მეფის ქ.N 63
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის ერთსართულიანი კუთხის სახლი მაღალი ცოკოლით, ნაგებია ქვით და შელესილია. ცოკოლის მონაკვეთი რუსტირებულია. ძირითადი სართულის ფასადები მონაცრისფროდ არის შეღებილი და დანაწევრებულია სწორკუთხა, პროფილირებული, ჩარჩოშემოვლებული ღიობებით. თითეული ღიობის ცენტრში მოდერნული სტილის საჭექი ქვაა ჩასმული, რომელსაც ხორკლიანი ზედაპირი აქვს და ასეთივე განიერი თავსართი, რომელიც ფანჯარას მიჰყვება. ღიობებს შორის კედლის სიბრტყე ჰორიზონტალური ღარებით არის დასერილი. სარკმლების ძირები ჩაკვეთილი, მართკუთხა მონაკვეთებით არის ხაზგასმული, რომელთა ზედაპირი ასევე ხაოიანია. შენობა პროფილირებული კარნიზით სრულდება. XX საუკუნის დასაწყისის ეს ნაგებობა, თავისი თავშეკავებული გაფორმებით, მოკრძალებული ზომებით, ორგანულად არის ჩაწერილი ქუჩის განაშენიანების ხასიათში