ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N25 / ზურაბ გორგილაძის ქუჩა N17
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ერთსართულიანი სახლი მანსარდით ორი ქუჩის კვეთაზე დგას. რუხი ქვით მოპირკეთებულ ცოკოლზე აღმართული შენობის კედლები შელესილია და მოყვითალო ფერზეა შეღებილი. ფასადების მამკობი ელემენტები მწვანე ფერით არის აქცენტირებული. მშვილდთაღოვანი ღიობების შემომწერი პროფილირებული საპირეები და მათი საჭექი ქვები, შუაკედლისებზე აყოლებული პილასტრები, სართულშუა სარტყელი თუ ფანჯრების თავსა და ქვეშ კედლის სიბრტყეების მამკობი მართკუთხედები რენესანსული არქიტექტურის რეპერტუარიდან არის აღებული. ძირითადი შენობის შესაბამისად არის გაფორმებული მანსარდის არეც.სახლის შიდა ეზოსკენ მიმართული მონაკვეთი გვიანდელი გადაკეთებების შედეგად სრულიად შეცვლილია.შენობა გარკვეულ როლს ასრულებს ორი ქუჩის მასშტაბის ჩამოყალიბებასა და მათი არქიტექტურული სახის შექმნაში.