"ეფენდიევის აგარაკის" საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის ქ. N568
ძეგლის მოკლე დახასიათება
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ე. წ. "ეფენდიევის აგარაკი" მდებარეობს ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე #568-ში. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მაგნოლიის ხეებით გარემოცულ საკმაოდ დიდი ფართობის ეზოში ჩაფლული შენობა ფსევდობაროკული იერით და თვალშისაცემი კონფიგურაციით იქცევს ყურადღებას. მე-19 საუკუნის მიწურულს აგებული შენობა, რომელიც ამჟამად მიტოვებული და გაპარტახებულია, თავის დროზე, ქ. ქობულეთის ელიტარული საკურორტო ზონის ერთ-ერთი უმდიდრესი სააგარაკო სახლი უნდა ყოფილიყო.