ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N35 / ხულოს ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მე 19-ე საუკუნის მიწურულს აგებული, ორსართულიანი, ორქანობა სახურავით დაბურული შენობა, ხიმინჯებზე დადგმულ სასტუმრო ,, როიალ ვენეციას“ ეკუთვნის. შენობა, განაშენიანების სიღრმეშია მოთავსებული და სრულიად სახეცვლილია. იგი მის მეზობლად განთავსებული აბანოს დამხმარე ნაგებობას წარმოადგენდა. ამჟამად, შენობის მხოლოდ ერთი ფასადია გახსნილი, დანარჩენი განაშენიანებაშია ჩართული. აღნიშნული ფასადი, პირველი სართულის დონეზე, აბანოებითაა დაფარული. მისი რთული გეგმარება ერთმანეთთან დერეფნით დაკავშირებული ნომრების რიგისაგან შედგება. გასახდელისა და სააბაზანო ოთახების სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა, სინათლისა და საჰაერო ხვრელებით აღჭურვილი კონუსური კამარები და გუმბათები, შეკიდულ თაღებიანი მარმარილოს კედლები, ოვალური ნიჟარები, ფიგურულ ნახატიანი კაფელის იატაკი და სხვა დეტალები მკაფიოდ მიუთითებს გვიანი პერიოდის ქალაქური ტიპის აბანოს სახეზე. რაც შეეხება მეორე სართულს, იგი შელესილია და ტერაკოტისფრადაა დაფერილი. მისი გლუვი კედელი სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება. შენობა ჯერ თუნუქით და შემდეგ, მასზე დაწყობილი კრამიტითაა დაბურული.
ამდენად, შენობა კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.